მონაცემთა ბაზის შესახებ
საქართველოს კათოლიკური მისიების პროსოპოგრაფიული ბაზა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტში 2022 წლიდან იქმნება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2021 წელს საქართველოსა და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევებისთვის საგრანტო კონკურსში დაფინანსებული პროექტის HE-21-977 - „XVII-XIX საუკუნეების ევროპული რელიგიური მისიების წყაროთა ინტერპრეტაციისათვის. საქართველო ადრეული გლობალური ისტორიისა და მოდერნულობის პერსპექტივიდან“ ფარგლებში.
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო დობორჯგინიძე
კოორდინატორი: მაია დამენია
მონაცემთა ბაზისა და ვებგვერდის შემუშავება: თაზო მინდიაშვილი
მონაცემთა ბაზის სტრუქტურა და დიზაინი: რატი გუმაშვილი